მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციამდე დიდ შეკრებებზე უარი უნდა ვთქვათ

მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციამდე დიდ შეკრებებზე უარი უნდა ვთქვათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პირბადის გამოყენების მაჩვენებელის 75%-დან 43%-მდე ვარდნა ცუდი სიგნალია, რამაც შესაძლოა ეპიდსიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს.

„ინფექცია არსად გამქრალა, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკია, რაც შეიძლება შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვიოს. განსაკუთრებით დაუდევარი დამოკიდებულებაა პირბადის ტარებასთან. ჩვენ გვინდოდა პირბადის მოხმარება 95%-მდე ასულიყო, თუმცა ის 75%-დან 43%-მდე ჩამოვარდა, რაც ცუდი სიგნალია. არ გავიმეოროთ ჩვენი ზაფხულში ჩვენი დაუდევრობით გამოწვეული შეცდომა. სიფრთხილეა საჭირო, სანამ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, უარს ვერ ვიტყვით პირბადეზე და დისტანციაზე, დიდ შეკრებებზე კი, უარის თქმა მოგვიწევს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ და აქვე დასძინა, რომ პანდემიის დამარცხების მთავარი გზა ვაქცინაზე გადის.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …