მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მოსახლეობას შეცდომაში ნუ შეიყვანთ, საყოველთაო ჯანდაცვა გრძელდება
საყოველთაო ჯანდაცვა გრძელდება და ეს არის ის უცვლელი კურსი, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს – ლევან კობერიძე.

მოსახლეობას შეცდომაში ნუ შეიყვანთ, საყოველთაო ჯანდაცვა გრძელდება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ოპონენტებს თხოვნით მიმართავს, საყოველთაო ჯანდაცვის თემატიკასთან მიმართებაში მოსახლეობას შეცდომაში ნუ შეიყვანენ.

„საყოველთაო ჯანდაცვა გრძელდება და ეს არის ის უცვლელი კურსი, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს და ძალიან გთხოვთ, ნუ იქნება ამ თემასთან დაკავშირებით ისეთი ტიპის გამოსვლები, რომელიც მოსახლეობას გაუჩენს კითხვებს ამ თემასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ეს პრიცნიპი შენარჩუნებულია, ყველა მოქალაქე კვლავ იქნება დაცული სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებული, გამაღარიბებელი მაღალი დანახარჯებისაგან, ამიტომ მოსახლეობასაც მინდა მოვუწოდო სიმშვიდისაკენ, ამ შემთხვევაში არაფერი არ იცვლება“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …