პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ოპონენტებს თხოვნით მიმართავს, საყოველთაო ჯანდაცვის თემატიკასთან მიმართებაში მოსახლეობას შეცდომაში ნუ შეიყვანენ.
„საყოველთაო ჯანდაცვა გრძელდება და ეს არის ის უცვლელი კურსი, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს და ძალიან გთხოვთ, ნუ იქნება ამ თემასთან დაკავშირებით ისეთი ტიპის გამოსვლები, რომელიც მოსახლეობას გაუჩენს კითხვებს ამ თემასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ეს პრიცნიპი შენარჩუნებულია, ყველა მოქალაქე კვლავ იქნება დაცული სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებული, გამაღარიბებელი მაღალი დანახარჯებისაგან, ამიტომ მოსახლეობასაც მინდა მოვუწოდო სიმშვიდისაკენ, ამ შემთხვევაში არაფერი არ იცვლება“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.