საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 86 პაციენტი გარდაიცვალა. ესაა დღიური ლეტალობის კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი პანდემიის განმავლობაში. გუშინ ეს მონაცემი 81 იყო.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 8,34%, ბოლო 14 დღის – 9,72%, ბოლო 7 დღის – 8,98%.
დღიურად აცრილია 23 518 ადამიანი, სულ ქვეყანაში ჩატარებულია 1 259 391 აცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 7 210 ადამიანი იმყოფება.