გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსმა 58 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ახალი შემთხვევების რაოდენობამ 4471 შეადგინა.
ქვეყანაში 57704 ინფიცირებულია.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 9,95%, ბოლო 14 დღის – 10,78%, ბოლო 7 დღის – 11,01%.
კლინიკებში 7133 ადამიანი მკურნალობს.
არის პოზიტიური დინამიკაც – ერთ დღეში 26363 ადამიანი აიცრა.