მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მოსახლეობისთვის მედიკამენტებსა და ამბულატორიულ მომსახურებაზე წვდომა გაიზრდება
ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და მოსახლეობისთვის მედიკამენტებსა და ამბულატორიულ მომსახურებაზე წვდომა გაიზრდება,

მოსახლეობისთვის მედიკამენტებსა და ამბულატორიულ მომსახურებაზე წვდომა გაიზრდება

თბილისი (BPI) – ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და მოსახლეობისთვის მედიკამენტებსა და ამბულატორიულ მომსახურებაზე წვდომა გაიზრდება,

– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, პრიორიტეტები უცვლელია და ბიუჯეტიც უკვე დადგენილია.

“მომავალი წლის დასაწყისიდან  შევძლებთ, მოსახლოებას ახალი ცვლილებები შევთვაზოთ. ეს იქნება რეფორმები ჯანდაცვაში, რომელიც გაზრდის ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომას და გაზრდის მომსახურების ხარისხს.ვფიქრობ, ონკოლოგიის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება”, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, წლევანდელი წელმა აჩვენა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საფრთხე არ შექმნია. “დიდი იმედი მაქვს რომ არც ამჯერად შეექმნება”,- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

bpi.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …