მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მინიმალური ხელფასები ექიმებისა და ექთნებისთვის – საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს ახალი ვალდებულება დაეკისრებათ

მინიმალური ხელფასები ექიმებისა და ექთნებისთვის – საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს ახალი ვალდებულება დაეკისრებათ

სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებს ექნებათ ვალდებულება, ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის მინიმალური ანაზღაურება დააწესონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო ორ წელიწადში, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებმა ბიუჯეტიდან მილიარდ ლარზე გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღეს. ამ შემოსავლიანობიდან გამომდინარე კი, მინისტრი მოუწოდებს კლინიკებს, საკუთარი სურვილით გადახედოს თანამშრომლების ხელფასებს და მაგალითი სახელმწიფო სექტორში დანერგილი პრაქტიკიდან აიღოს. მან სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებისთვის ახალი ვალდებულებაც დააანონსა.

„მთლიან სექტორში ვსაუბრობთ დაახლოებით 60 ათასამდე ასეთ დასაქმებულზე.  საპილოტედ უკვე რამდენიმე თვეა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გავუშვით მინიმალური ანაზღაურების სისტემა, სადაც მინიმალურ ფიქსისრებულ ანაზღაურებას ვაძლევთ ექიმებს და ქვედა რგოლის იმ მომგებიანობიდან გამნომდინარე, რაც სექტორს აქვს, მოვუწოდებ, სექტორმა თავისის სურვილით გადახედოს მათ ხელფასებს, აიღოს ჩვენი მაგალითი, რა შეიძლება ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე იყოს მინიმალური ანაზღაურება ექიმებისთვის და ექთნებისთვის.  დაწყებული გვაქვს კონსულტაციები, თუ რა შესაძლებლობა შეიძლება არსებობდეს, როცა სამედიცინო სერვისს სახელმწიფო ანაზღაურებს, რომ  ჩავუდოით მინიმალური ანაზღაურება ექიმებისთვის, ექთნების,  სანიტრებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ის ღირსეული ანაზღაურება, რასაც ისინი თავიანთი შრომიდან და კვალიფიციკაციიდან გამომდინარე იმსახურებენ,“ – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ამ ახალი ვალდებულების ამოქმედების ვადებს, ზურაბ აზარაშვილმა ზუსტი ვადები ვერ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა სიახლის რეალიზაციაზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს და არც ეს ინიციატივაა ის თემა, რომლის განხორციელებასაც წლები დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ  კერძო კლინიკების ხელმძღვანელების განცხადებით, ექთნების დაბალი ხელფასი 2013 წელს დაწესებული ტარიფების შედეგია, რომელიც ხელფასების ზრდის საშუალებას არ იძლევა. კლინიკებში ამბობენ, რომ დაბალი რგოლის დასაქმებულთა ხელფასების ზრდას  მას შემდეგ დაიწყებენ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ტარიფების ინდექსაცია მოხდება და სახელმწიფოსგან მეტი დაფინანსების მიღებას შეძლებენ.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …