ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ პარასკევს დილის მდგომარეობით 626 მილიონ 888 ათას 732 მიაღწია.
მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 575 ათას 629 ადამიანი გარდაიცვალა.
30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის შეერთებული შტატები, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია.
ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ, შესაბამისად, შეადგინა:
აშშ – 97 მილიონ 150 ათას 292 და 1 მილიონ 67 ათას 190.
ინდოეთი – 44 მილიონ 638 ათას 636 და 528 ათას 953.
საფრანგეთი – 36 მილიონ 692 ათას 887 და 157 ათას 296.
ბრაზილია – 34 მილიონ 771 ათას 320 და 687 ათას 423.
გერმანია – 35 მილიონ 98 ათას 62 და 152 ათას 278.
პორტალი Worldometer-ის მიხედვით, რომელიც სპეციალიზებულია მსოფლიო მასშტაბის მოვლენების სტატისტიკაზე, პარასკევს დილის მდგომარეობით პლანეტაზე 1 მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 844,1 იყო. აშშ-ში 1 მილიონ მოსახლეზე 3263 ადამიანი დაიღუპა, ინდოეთში – 376, საფრანგეთში – 2383, ბრაზილიაში – 3193, გერმანიაში – 1815.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 17 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, რაც მილიონ მოსახლეზე 4600-მდე გარდაცვლილს შეადგენს.