მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მიხეილ სააკაშვილი: ეს სისტემა ჩვენ შევქმენით
სისტემა

მიხეილ სააკაშვილი: ეს სისტემა ჩვენ შევქმენით

ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე, გიორგი გაბუნიას გადაცემა “არჩევანში” ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოში.

“სერგეენკომ კი არ შექმნა ეს სისტემა, ეს სისტემა ჩვენ შევქმენით, ჩვენ ავაშენეთ ეს საავადმყოფოები და 2 წელი გვჭირდებოდა, რომ საყოველთაო დაზღვევაზე გადავსულიყავით. ამათმა 5 თვიანი ბავშვი გააჩინეს და ახლა თანხა აღარ ყოფნით, ეს რეფორმაც ჩამოიშლება და უხელფასო ექიმები ისევ დაიწყებენ ფულის აღებას”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზიაციის, USAID -ისადა მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ თებერვალი-აპრილის პერიოდში განხორციელდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ერთი წლის შედეგების შეფასება და ანალიზი.

შეფასება მოიცავდა როგორც რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ მეთოდებს. რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა სატელეფონო ინტერვიუს მეშვეობით და მოიცვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სამიზნე მოსახლეობის ორი ქვეჯგუფი: ა) პაციენტები, რომლებმაც ისარგებლეს ამბულატორიული მომსახურებით და ბ) პაციენტები, რომლებმაც პროგრამის განხორციელების ბოლო 1 წლის განმავლობაში მიიღეს სტაციონარული ან/და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება. აღნიშნული ორი ჯგუფის შესწავლა მოხდა ცალ-ცალკე.

პირველი კომპონენტის ფარგლებში სრულად ჩატარდა 431 ინტერვიუ. მეორე კომპონენტის ფარგლებში სულ 358 ბენეფიციარმა შეავსო სრულად კითხვარი..

გამოკითხვის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციართა ზოგადი კმაყოფილება მიღებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებით ძალიან მაღალი იყო. 80.3%-მა განაცხადა, რომ კმაყოფილია ან ძალიან კმაყოფილია მიღებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებით.

მხოლოდ 1.7%-მა აღნიშნა, რომ ზოგადად უკმაყოფილოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიღებული გეგმიური მაბულატორიული მომსახურებით.

მე-2 კომპონენტის შეფასებისთვის შერჩეულ იქნა სულ 358 ბენეფიციარი, რომლებმაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ისარგებლეს სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებთ.

კვლევის მონაწილეთა 38% ცხოვრობს დედაქალაქში და დანარჩენები კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციართა კმაყოფილება მიღებული სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებთ ძალიან მაღალია (96.4%)

რესპონდენტთა დაახლოებით 40% მიიჩნევს, რომ საჭიროა პროგრამის გაფართოება. მათი აზრით, გარკვეული სერვისები უნდა დაემატოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. ამ მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ფარმაცევტული პრეპარატების დამატება (60.2%).

ipress.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …