მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მედპერსონალისთვის მინიმალური ანაზღაურების ვალდებულების შესრულებას შრომის ინსპექცია გააკონტროლებს

მედპერსონალისთვის მინიმალური ანაზღაურების ვალდებულების შესრულებას შრომის ინსპექცია გააკონტროლებს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში დასაქმებული ექიმების მინიმალური ანაზღაურების კონტროლს შრომის ინსპექცია განახორციელებს.

შესაბამისი ცვლილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილებაში უკვე შევიდა.

ცვლილებების თანახმად,  შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის (შრომის ინსპექტორი) მიერ, შრომითი ნორმების დარღვევის თაობაზე, დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და მიიღება გადაწყვეტილება/დასკვნა მედპერსონალის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების პირობის დარღვევის შესახებ. ოქმის შედგენისთანავე, შრომის ინსპექცია დარღვევის შესახებ ინფორმაციას პროგრამის განმახორციელებელს უგზავნის.

შეგახსენებთ: 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წესდება. ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792ლარი) განისაზღვრება.

ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …