მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას ჯენერიკები განაპირობებს
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას ჯენერიკები განაპიობებს

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას ჯენერიკები განაპირობებს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უახლესი რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა – ყელ-ყურ-ცხვირის ეროვნული ცენტრის ოტორინოლარინგოლოგმა მარინა ცაბაძემ.

ექიმმა მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამასა და პირველადი რგოლის რეფორმაზე:

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა, რა თქმა უნდა, მომწონს. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევით, პაციენტებს უფრო გაუმარტივდებათ მკურნალობის ეტაპი. მათ ზუსტად ეცოდინებათ, რომ კონკრეტული ჩივილების შემთხვევაში უნდა მიაკითხონ ოჯახის ექიმს და შემდგომ ის საჭიროების შემთხვევაში მოახდენს მათ გადამისამართებას შესაბამის ვიწრო სპეციალისტთან“.

ექიმს რეფორმის წარმატებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად პირველადი რგოლის  განვითარებას ასახელებს და ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაზეც მიანიშნებს:

„საუკეთსო საშუალებაა მათი დატრენინგება. ასევე ვფიქრობ, რომ საჭირია გაიზარდოს ამ რგოლში მომუშავე პერსონალის დაფინანსებაც. რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ძალიან დადებითად შევაფასებდი, რადგან სწორედ ამ რეფორმის წყალობით ბევრმა ადამიანმა შეძლო, რომ გადაერჩინა საკუთარი ან ახლობელის სიცოცხლე. მართლაც, რომ უპრეცედენტო შემთხვევაა. პაციენტებიც, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილები არიან’’.

მარინა ცაბაძემ მედიკამენტების გაძვირებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამ მდგომარეობის დასასტაბილურებლად, ექიმმა ერთ–ერთ ალტერნატიულ გზად ფარმაცევტული ბაზრის ჯენერიკ მედიკამენტებით დაკომპლექტება დაასახელა:

„აუცილებელია ქვეყანაში მედიკამენტებზე ხარიხსხის კონტროლი გამკაცრდეს, ამ პრობლემის დარეგულირების შემდეგ გაიზრდება ხელმისავდომობა პრეპარატებზე, რადგან არავინ იტყვის ჯენერიკებზე, როცა ის იქნება შემოწმებული სპეციალური მაკონტროლებელი სტრუქტურის მიერ“.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …