ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებსა და პენსიონერებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მედიკამენტების ყიდვას სახელმწიფო დაუფინანსებს.
„ეს [მედიკამენტების ყიდვა სახელმწიფოს დაფინანსებით] ეხება იმათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება: სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და პენსიონერების იმ ნაწილს, ვისაც რეალურად არ აქვთ სხვა შესაძლებლობა“, – განაცხადა სერგეენკომ დღევანდელ ბრიფინგზე.
სერგეენკოს თქმით, დაფინანსება ეხება შემდეგი დაავადებების წამლებს: გულ-სისხლძარღვთა, მეორე ტიპის დიაბეტის, ბრონქიალური ასთმისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებს.