კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ს ზემოთაა – გასულ დღე-ღამეში ინფექცია 1108 ადამიანს დაუდატრურდა, რაც ჩატარებული ტესტების 4,64%-ია. ბოლო 14 დღის დადებითობა 3,47%-ია, ბოლო 7 დღის – 3,89%.
წინა დღეებთან შედარებით, შემცირდა გარდაცვალების მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში კორონავირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება აცრის მაჩვენებელს, გუშინ აცრა 5598-მა მოქალაქემ ჩაიტარა, სულ აცრილია 289399 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ მასობრივი იმუნიზაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, თუმცა დღიურად აცრილთა სამიზნე მაჩვენებელს – 20-25 ათას ადამიანს – არსებული სტატისტიკას რამდენჯერმე ჩმოუვარდება.
ისევ მზარდია სტაციონარში მყოფი ინფიცირებულების რაოდენობა – კლინიკებში ამ ეტაპზე 3285 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
კლინიკურ სასტუმროში 936 ინფიცირებული იმყოფება.