მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ჯანმო საგანგებო კომიტეტის მორიგ სხდომას იწვევს

მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ჯანმო საგანგებო კომიტეტის მორიგ სხდომას იწვევს

მაიმუნის ყვავილით ინფიცირების შემთხვევები იზრდება და ამ ეტაპისთვის 14 ათასს შეადგენს. დაავადება 70-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა.

„ამ მომენტში დარეგისტრირებულია დაავადების შედეგად გარდაცვალების 5 შემთხვევა და ყველა ისინი აფრიკაზე მოდის,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, დაინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა ევროპაში ფიქსირდება, მათი უმეტესობა კი მამაკაცები არიან, რომლებსაც ერთსქესიანი სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ.

გებრეიესუსმა ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათს ჯანმოს საგანგებო კომიტეტი მორიგ სხდომას გამართავს, რათა გააანალიზოს მაიმუნის ყვავილის დადასტურებულ შემთხვევებთან დაკავშირებული მონაცემები და განიხილოს საკითხი, მიეკუთვნება თუ არა დაავადების მიმდინარე აფეთქება საგანგებო მდგომარეობის კატეგორიას ჯანდაცვის სფეროში, რასაც შესაძლოა საერთაშორისო მნიშვნელობა ჰქონდეს.

მანამდე გამართულ სხდომაზე კომიტეტმა მაიმუნის ყვავილის დაავადებას ასეთი სტატუსი არ მისცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მაიმუნის ყვავილის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …