მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მაია ჩხაიძე: ტვინდემია უკვე დაწყებულია

მაია ჩხაიძე: ტვინდემია უკვე დაწყებულია

ბოლო კვირაა კოვიდთან ერთად ქვეყანაში ვირუსული ინფექციების მაჩვენებლებიც იზრდება. ჯერჯერობით ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევები არ ვლინდება, თუმცა ექიმები ბავშვებსა და მოზარდებში სეზონური ინფექციების ზრდაზე საუბრობენ, რომლის კოვიდ 19-სგან გარჩევა კვლევების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, ე.წ. ტვინდემია უკვე სახეზეა რაც იმის ნიშნავს, რომ ზამთრის პირზე დაწყებული მეხუთე ტალღა გაცილებით მძიმე იქნება. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობის კურსს 120 პაციენტი იტარებს, საიდანაც 23 რეანიმაციულ განყოფილებაშია. საყურადღებოა რომ დაავადებული ბავშვების მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია.

„ჩემი გადმოსახედიდან უკვე დაწყებულია ტვინდემია, იმიტომ რომ კორონავირუსის გარდა წინა კვირიდან მომართვიანობა გაზრდილია ვირუსული ინფექციების მხრივაც, თითქმის გაორმაგებულია პაციენტების რაოდენობა. კვლევების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია გამიჯვნა, რომელია კოვიდი და რომელი ვირუსული ინფექცია, იმიტომ რომ ყველას აქვს ერთნაირი კლინიკური ნიშნები – ხველა, ტემპერატურა, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე, დიარეა და ა.შ. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველას ტესტი ჩაუტარდეს.

არ არის გამორიცხული, რომ კოვიდს თან ერთოდეს სხვა ვირუსული ინფექციაც და უფრო რთულად წავიდეს პროცესი. დღეისათვის ჩვენს კლინიკაში 120 პაციენტია, რეანიმაციაშია 23, მათგან მართვით სუნთქვაზე არცერთი არ არის. მშობლებში, რომლებიც შვილებთან ერთად წვანან, ძალიან დაბალია ვაქცინაციის პროცენტი, სულ სამი მშობელია 52 მშობლიდან, ვინც ორჯერადად აცრილია. ასე რომ ბავშვების დაავადება არა მარტო სკოლებში და ბაღებში ხდება, არამედ სახლშიც. ამიტომ მნიშვნელოვანია სახლში მშობლები იყვნენ აცრილები, რასაც რატომღაც ვერ ვაღწევთ.

ვთვლი, რომ სხვადასხვა მექანიზმები და ბერკეტები უნდა იყოს ჩადებული, რომელიც მოაფიქრებინებს ადამიანებს აიცრას. მე არ ვთვლი, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, იმიტომ რომ თუ მე ავიცერი და სხვა გადამდებს ინფექციას, ამით ჩემს უფლებასაც ლახავენ.“ – აცხადებს ჩხაიძე.

 

Bm.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …