გარე სივრცეებში ნიღაბმა აქტუალობა დაკარგა. ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს.
როგორც ის ფეისბუქში წერს, ბევრი ადამიანი ნიღაბს არასწორად ატარებს, რის გამოც ის, შესაძლოა, მიკროორგანიზმების წყარო გახდეს.
„ბევრი დიდად არც იკლავს თავს ნიღბის ტარებით და ბევრს სრულიად ფორმალურად უკეთია. ზოგსაც ისეთი ჭუჭყიანი ნიღაბი აქვს, ასეთი ნიღაბი მხოლოდ მიკროორგანიზმების წყარო შეიძლება იყოს.
მე ვფიქრობ დიდ შეკრებებზე შეიძლება ისევ დარჩეს მოთხოვნა, მაგრამ ცალკეული ინდივიდებისთვის ქუჩაში და პარკებში აღარ უნდა იყოს სავალდებულო. ვინც მოტივირებული იყო და თვლიდა, რომ გარე სივრცეშიც ჭირდება ნიღბით თავდაცვა, ის, ცხადია, ისევ გააგრძელებს გამოყენებას. უბრალოდ ჩემი პირადი აზრია, როგორც რიგითი ექიმის,“ – წერს ბუწაშვილი.