მთავარი » რეფორმები » ლევან გაბრიჩიძე: თუ პრევენციული მედიცინა კარგად იმუშავებს, ეს დადებით შედეგს მოიტანს
თუ პრევენციული მედიცინა კარგად იმუშავებს, ეს დადებით შედეგს მოიტანს. პირველადი ჯანდაცვის რგოლში დაგეგმილ რეფორმას ლევან გაბრიჩიძე გამოეხმაურა.

ლევან გაბრიჩიძე: თუ პრევენციული მედიცინა კარგად იმუშავებს, ეს დადებით შედეგს მოიტანს

ლევან გაბრიჩიძე: თუ პრევენციული მედიცინა კარგად იმუშავებს, ეს დადებით შედეგს მოიტანს. პირველადი ჯანდაცვის რგოლში დაგეგმილ რეფორმას არამსათავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევნების“ თავმჯდომარე ლევან გაბრიჩიძე გამოეხმაურა.

მის თქმით, ამ ეტაპზე, რთულია იმაზე საუბარი, გაამართლებს თუ არა რეფორმა. „ამას პრაქტიკა გვიჩვენებს და ჩვენც მას შემდეგ შევაფასებთ შედეგებს, რაც რეფორმა გატარდება.

თავისთავად, პრევენცია არის ძალიან კარგი, თუმცა დღეს, სამწუხაროდ, ნაკლებადაა განვითარებული ეს მიმართულება. ადამიანი მხოლოდ მაშინ მიდის ექიმთან, როცა უკვე მძიმე მდგომარეობაშია.

რაც უნდა ვისაუბროთ, რომ სახელმწიფო გარკვეულ ხარჯებს ფარავს, მკურნალობა მაინც ძალიან ძვირია, რადგან უამრავი ანალიზი თუ კვლევაა საჭირო, რომელსაც სახელმწიფო არ ანაზღაურებს“, – მიაჩნია გაბრიჩიძეს.

მისი აზრით, მთავარია თუ პრევენციული მედიცინა რაში გამოიხატება, რამდენად ხელმისაწვდომი და რეალური იქნება თუნდაც მედიკამენტებისა და ანალიზების მხრივ. „ჩვენ შეგვიძლია ყველაფერს პრევენციული მედიცინა დავარქვათ, თუმცა მთავარია, როგორ იმუშავებს ის.

თუ ადამიანები დროულად მივლენ ექიმთან, შეიმოწმებენ ჯანმრთელობას, შემდგომში გარკვეული წამლები იქნება უფასო, როგორც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაშია, ეს გამოიღებს დადებით შედეგს, რასაკვირველია.

ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანს არ უღირს პრევენციული მედიკამენტებისათვის თანხის დახარჯვა, თუმცა სწორედ ამაში მდგომარეობს არსი. სახელმწიფო დებს ფულს იმაში, რომ ადამიანი ცუდად არ გახდეს, რომ შემდგომში უფრო ძვირი არ დაუჯდეს მკრნალობა.

 კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარია რეფორმა როგორ განხორციელდება და როგორ იმუშავებს შემდგომში პირველადი რგოლი, თორემ ქაღალდზე და იდეის დონეზე ყველაფერი კარგია“, – აცხადებს გაბრიჩიძე.

„მე პირადად არ მიწევს პირველადი რგოლით სარგებლობა, თუმცა ხშირად მივმართავთ პედიატრს პოლიკლინიკაში. ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ამ დროს ვაწყდებით ხოლმე არის არა პერსონალი, არამედ ის ბიუროკრატია, რაც სისტემაშია.

ისედაც მომსახურების ნაწილს ანაზღაურებენ და ამ ბიუროკრატიით იმხელა პრობლემას გიქმნიან, რომ აღარ გიღირს თუნდაც იმ ნაწილის დაფარვას დაელოდო და თავად ანაზღაურებ ყველა ხარჯს. ეს პრობლემა მოგვარებას საჭიროებს“, – მიაჩნია ლევან გაბრიჩიძეს.

„მსოფლიო პრაქტიკაში ასეა, რომ პრევენციულ მედიცინას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამაში ახალი არაფერია. უბრალოდ, გააჩნია რა თანხებზეა საუბარი და როგორ განახორციელებენ რეფორმას.  

მე ვგულისხმობ იმას, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმებისას დიდი ეჭვები გაჩნდა, რომ აეწყო კორუფციული სქემები. მაგალითისათვის რომ ავიღოთ, ერთი მომსახურება ადრე ღირდა 42 ლარი. დღეს იხდი დაახლოებით იგივეს, ოღონდ ღირებულებად ფორმდება 300 ლარი და დანარჩენ თანხას ფარავს სახელმწიფო.  

ამ რეფორმის თანხას ჩვენ ვიხდით, ჩვენი გადასახადებიდან და ამიტომ საინტერესოა, რა მოგებას ნახავს სახელმწიფო რეფორმის განვითარების შემდეგ“, – აცხადებს გაბრიჩიძე.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …