კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი ისევ გაიზარდა – გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ის გართულებების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 2,76%, ბოლო 14 დღის – 2,88%, ბოლო 7 დღის – 2,98%.
აცრილთა რაოდენობამ 173345 შეადგინა. ერთ დღეში 1119 ადამიანი აიცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3428 ადამიანი იმყოფება.