მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ლეო ბოკერია კოვიდგადატანილებს საათში 15 წუთის განმავლობაში ხმამაღლა კითხვას ურჩევს

ლეო ბოკერია კოვიდგადატანილებს საათში 15 წუთის განმავლობაში ხმამაღლა კითხვას ურჩევს

ადამიანებისთვის, რომლებმაც კოვიდ 19 გადაიტანეს, სასარგებლოა ყოველ საათში ერთხელ, 15 წუთის განმავლობაში ხმამაღალი კითხვა, რათა სასუნთქი მუსკულატურა მალე აღდგეს.

ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ცნობილმა კარდიოლოგმა ლეო ბოკერიამ განაცხადა.

„ძალიან ბევრ ჩემ მეგობარსა და ნაცნობს, რომლებიც დაინფიცირდნენ, ვურჩიე ყოველდღე 15 წუთის განმავლობაში ნებისმიერი ტექსტის ხმამაღლა კითხვა, საათში 15 წუთის განმავლობაში,“ – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, კოვიდმოხდილი ადამიანებისთვის აუცილებელია სასუნთქი მუსკულატურის კარგი მუშაობის აღდგენა, ამისთვის კი ხმამაღლა კითხვის მეთოდი განსაკუთრებით ეფექტიანია.

„შეგიძლიათ თუნდაც მაცივრის აღწერა წაიკითხოთ,“- ასეთია რუსეთის მთავარი კარდიოქირურგის და ამ დარგში მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო სპეციალისტის რჩევა.

პოსტკოვიდური სინდრომის დაძლევის მეთოდების შესახებ რეკომენდაციებს არაერთი ექიმი გასცემს. მათი მთავარი რჩევაა, ვირუსის გადატანის შემდეგ ადამიანმა რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე და იყოს ფიზიკურად აქტიური.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …