ამ კვირის ბოლომდე ომიკრონის წილი ახალ კოვიდ-შემთხვევებს შორის 60%-მდე გაიზრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„რაც ლაბორატორიულად დადასტურებული 1009 შემთხვევა გვაქვს, აქედან 16 პროცენტი რეინფიცირებაა. ლაბორატორიულად დადასტურებული 1009 შემთხვევიდან ეპიდემიოლოგიურად დეტალურად შესწავლილია 777… მოკვლეულ შემთხვევათა 34%-ს არ აქვს ვაქცინაცია გაკეთებული. მნიშვნელოვანია ომიკრონთან მიმართებაში, რომ 1009 შემთხვევაში 14-ის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, მათგან 12-მა პაციენტმა უკვე დატოვა კლინიკა და არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური და რეანიმაციული დახმარება. ერთი მათ შორის იყო 37 კვირის ორსული, რომელიც ასევე გაეწერა სტაციონარიდან. 18 წლამდე ბავშვია 92, 16 არის 5 წლამდე ბავშვი. შემთხვევების უმრავლესობა დაკავშირებულია სამთო სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნებულ ადამიანებთან,“ – განაცხადა გამყრელიძემ.