ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5021 ადამიანს დაუდასტურდა.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 9,52% (გუშინ ეს მონაცემი 10,29% იყო), ბოლო 14 დღის – 10,84%, ბოლო 7 დღის – 10,57%.
კვლავ მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელი – გასულ დღე-ღამეში ვირუსს 58 ადამიანი ემსხვერპლა.
დღიურად აიცრა 28196 მოქალაქე, ჯამში ქვეყანაში 1038292 აცრაა ჩატარებული. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 7356 ადამიანი იმყოფება. გუშინ ეს მაჩვენებელი 7400 იყო.
კლინიკურ სასტუმროში 3304 ადამიანია მოთავსებული.

Jandacva.ge