მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდრეგულაციების მორიგი შემსუბუქება – საბავშვო ბაღებში მშობლების შესვლა ნებადართული გახდა

კოვიდრეგულაციების მორიგი შემსუბუქება – საბავშვო ბაღებში მშობლების შესვლა ნებადართული გახდა

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ jandacva.ge-ს ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

მათი თქმით, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები გასული წლების განმავლობაში, სარეკომენდაციო ხასიათის გახდა.

ამის გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყებისას მშობლებისთვის საბავშვო ბაღის ტერიტორიასა და შენობაში შესვლა ნებადართულია. ამასთანავე, საბავშვო ბაღში პირველად წასული აღსაზრდელების მშობლებს საშუალება აქვთ ბაღთან შეგუების მიზნით, წინასწარ შეხვდნენ აღმზრდელს და გაეცნონ ბაღის გარემოს.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …