საქართველოში კოვიდ-ვაქცინის ბუსტერ დოზა ექიმების მხოლოდ 33%-სა და ექთნების მხოლოდ 13%-ს აქვს გაკეთებული. სტატისტიკა ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე vaccines.ncdc.ge/statistics-ზეა განთავსებული.
მართალია, ორი დოზით ვაქცინაციის მაჩვენებელი ექიმებს შორის მაღალია და 81%-ს შეადგენს, თუმცა ექთნებში ეს მონაცემიც დაბალია და 64 %-ია.
ბუსტერ-დოზით აცრა 2021 წლის ნოემბრიდანაა დაშვებული და მისი გაკეთება ბოლო დოზიდან 6 თვის შემდეგ, 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
ვაქცინაციის დაწყების დღიდან აქცენტი სწორედ მედიკოსების ვაქცინაციაზე კეთდებოდა.სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ მედპერსონალმა მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს ვაქცინაციის მაგალითი უნდა მისცეს.
jandacva.ge