კოვიდ-ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში ,,აიცერი და მოიგეში’’ 10 000 ლარი მესამედ გათამაშდა. მოგებული ხათუნა მელიქიშვილი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებადანაა და ბანკში მოლარე-ოპერატორად მუშაობს.
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია ,,აიცერი და მოიგე’’ 14 სექტემბირადან იმართება და ამ დროისთვის უკვე მოგებულია 540 400 ლარი, რომელიც მოგებულ 3411
ადამიანზე გადანაწილდა.
ლატარია ,,აიცერი და მოიგეს’’ ყოველკვირეულ გათამაშებაში 10 000 ლარის გარდა, ასევე სამი – 5000 ლარის, ოთხი – 1500 ლარის და ცხრა – 1000 ლარის მოგებები დაფიქსირდა. დღესვე გაიმართა ყოველდღური გათამაშებაც, სადაც 20 000 ლარის საპრიზო ფონდი 160 ადამიანზე გადანაწილდა.
გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოს ყველა ვაქცინირებული მოქალაქე.
ვაქცინირების პირველი დოზის მიღების დროს მოქალაქეს ავტომატურად ენიჭება NCDC-ის უნიკალური კოდი, რომელიც ამავდროულად მონაწილეობს ლატარიის გათამაშებებში.
გათამაშებების შედეგების ხილვა მომხმარებელს შეეძლება stopcov.lotto.ge – ზე, იგივე საიტზე სპეციალურ გრაფაში ,,გათამაშების შედეგებში’’ პირადი ნომრის შეყვანით, ხოლო
მოგებული თანხის ოდენობას მომხმარებელი შეიტყობს ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ სერვის-ცენტრებში უშუალოდ მოგების განაღდების დროს.
1000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია “საქართველოს ეროვნული ლატარიის” სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500 – 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.
კ
ომპანიის სერვის ცენტრების მისამართების ხილვა შესაძლებელია გთამაშების ვებ-გვერდზე stopcov.lotto.ge -ზე.