მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდ სტატისტიკას აღარ გამოქვეყნდება – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

კოვიდ სტატისტიკას აღარ გამოქვეყნდება – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ სტატისტიკას აღარ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ. სამინისტროს განმარტებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენცია ფიქსირდება და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის  გათვალისწინებით კი, სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ-სტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს.

კოვიდთან დაკავშირებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს რუტინული სტატისტიკური ანგარიშგების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებს კი გაუზიარებს საჯარო წესით, მიმართვის შემთხვევაში“ – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კოვიდ 19-ის სტატისტიკა ყოველდღიურად ქვეყნდებოდა, მაისიდან  ოფიციალური სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე კვირაში ერთხელ იდებოდა,  ბოლოს კი, ოქტომბრის დასაწყისში ერთი თვის მონაცემები დაიდო.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …