დღეიდან ტაქსებში პირბადის ტარება სავალდებულო არაა. აღნიშნული განმარტება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმ სიახლესთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმად 2 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სამედიცინო დაწესებულებების გარდა, პირბადის ტარება სავალდებულო არსად აღარაა. გაბუნიას განმარტებით, პირბადის ტარება ასევე სავალდებულოა აფთიაქებში.
მისივე თქმით, შეიცვლება კოვიდ-სტატისტიკის გამოქვეყნების პერიოდულობა და მონაცემები კოვიდ 19-ით ინფიცირების, გარდაცვალებისა და დადებითობის მაჩვენებლის შესახებ, რომელიც ყოველდღიურად ქვეყნდებოდა, აგრეგირებული სახით კვირაში ერთხელ სამშაბათს გამოქვეყნდება, რათა უკეთ მოხდეს მიმდინარე ტენდენციების გაანალიზება.