მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდ-საწოლფონდის 70% შევსებულია, ლეტალობის მაჩვენებელი ისევ გაიზარდა

კოვიდ-საწოლფონდის 70% შევსებულია, ლეტალობის მაჩვენებელი ისევ გაიზარდა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდ 19 4 155 ადამიანს დაუდასტურდა, რაც წინა დღესთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 8,32%, ბოლო 14 დღის – 8,89%, ბოლო 7 დღის – 8,99%.

დღიური შემთხვევებისგან განსხვავებით, გაიზარდა ლეტალობის მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში ვირუსს 40 ადამიანი ემსხვერპლა.

ისევ დაბალია იმუნიზაციის მაჩვენებელი – ბოლო დღე-ღამეში 5 309 აცრა ჩატარდა. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 895 ადამიანი იმყოფება, რაც კოვიდ საწოლფონდის 70%-ია. 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …