ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის 872 შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 4,76%, ბოლო 14 დღის – 10,19%, ბოლო 7 დღის – 6,61%.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 18 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.
აიცრა 1 395 მოქალაქე.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 920 პაციენტი იმყოფება. 250-მდე მათგანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებშია მოთავსებული.
პაციენტების რაოდენობის შემცირების ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ-კლინიკებში საწოლფონდი მკვეთრად, 8 ათასიდან 1819-მდე შეამცირა.