მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდ-კლინიკებში პაციენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

კოვიდ-კლინიკებში პაციენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 840 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩატარებული ტესტების 19,13% -ია. გუშინ ქვეყანაში 20 075 ტესტი ჩატარდა, მათ შორის PCR ტესტი – 5 637.  შეგახსენებთ, რომ 1 მარტიდან სახელმწიფო PCR -ტესტირებას აღარ აფინანსებს/

მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ისევ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – გუშინ კორონავირუსისგან  32 პაციენტი გარდაიცვალა. მკვეთრად შემცირდა კლინიკების გადატვირთულობის მაჩვენებელი და ამჟამად კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 3 424 პაციენტი იმყოფება. 1000-მდე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …