ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 840 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩატარებული ტესტების 19,13% -ია. გუშინ ქვეყანაში 20 075 ტესტი ჩატარდა, მათ შორის PCR ტესტი – 5 637. შეგახსენებთ, რომ 1 მარტიდან სახელმწიფო PCR -ტესტირებას აღარ აფინანსებს/
მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ისევ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – გუშინ კორონავირუსისგან 32 პაციენტი გარდაიცვალა. მკვეთრად შემცირდა კლინიკების გადატვირთულობის მაჩვენებელი და ამჟამად კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 3 424 პაციენტი იმყოფება. 1000-მდე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.