მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდ-კლინიკებში პაციენტების რაოდენობა იზრდება

კოვიდ-კლინიკებში პაციენტების რაოდენობა იზრდება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს კი ჩატარებული ტესტების  22,65%-ია. გუშინ სულ 35 082 ადამიანი გაიტესტა. დადებითობის 7 დღის მონაცემი 16,61%, ხოლოდ 14 დღის 13,08%-ია. 

ბოლო 24 საათში კოვიდ 19-მა 31 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამ ფონზე ერთ დღეში ქვეყანაში მხოლოდ 1 550 ადამიანი აიცრა. 

აღსანიშნავია, რომ სტაციონარებზე ზეწოლა იზრდება – ამეტაპზე სტაციონარებში 4 618 კოვიდინფიცირებული იმყოფება. 

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 061.

ზუსტად ერთი კვირის წინ, 17 იანვარს სტაციონარებში 4 500 კოვიდპაციენტი იმყოფებოდა, დადებითოიბის მაჩვენებელი კი 12,31% იყო.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …