მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდ-კლინიკებში პაციენტების რაოდენობა იზრდება, დადებითობის მაჩვენებელმა კი 26%-ს გადააჭარბა

კოვიდ-კლინიკებში პაციენტების რაოდენობა იზრდება, დადებითობის მაჩვენებელმა კი 26%-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის 17 066 შემთხვევა დადასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების 26,5%-ია – ეს დადებითობის დღიური მაჩვენებლის მორიგი რეკორდია. 

ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 17,88%-ია, ბოლო 7 დღის – 22,1%.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 30 პაციენტი.

დღიურად აცრილია 7 997 ადამიანი.  იზრდება სტაციონარში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა, რომელმაც 4 894 შეადგინა – გუშინ ეს მაჩვენებელი 4714 იყო, ორშაბათს კი – 4 618.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …