ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი ისევ მაღალია – გუშინ – 17 693 ტესტი გაკეთდა და მათგან თითქმის 16%-ს დადებითი პასუხი მოუვიდა. რაოდენობრივად, დადასტურდა 2 783 შემთხვევა. გარდაიცვალა 32 ადამიანი.
რეპროდუქციის ინდექსი, პანდემიის განმავლობაში ერთერთი ყველაზე დაბალია და 0,3-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ინფიცირებული საშუალოდ მხოლოდ 3 ადამიანს აინფიცირებს.
ისევ უკიდურესად დაბალია აცრების მაჩვენებელი – ერთ დღეში იმუნიზაციხ მხოლოდ 1 332-მა ადამიანმა ჩაიტარა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2 209 პაციენტი იმყოფება, რაც ომიკრონის მსუბუქი მიმდინარეობის შედეგია. მძიმე მდგომარეობაშია 850 ინფიცირებული. ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ-კლინიკებში საწოლების რაოდენობა ათასით შეამცირა და ამ ეტაპზე ამ სექტორში 7 ათასამდე ადგილია მობილიზებული.