მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა

კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა

კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი https://er.moh.gov.ge/ ამოქმედდა. მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ. 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოების მართვის ცენტრი „112“-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და მეორეს მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …