მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდ-ინფიცირების კვირის მაჩვენებელი გაიზარდა

კოვიდ-ინფიცირების კვირის მაჩვენებელი გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ერთი კვირის კოვიდსტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 13.06.2022-19.06.2022 პერიოდში დადასტურდა 616 ახალი შემთხვევა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 100-ით მეტია. მცირედითაა გაზრდილი დადებითობის მაჩვენებელიც, რომელიც 0,78%-ს შეადგენს.

თუმცა შემცირებულია გარდაცვალების სტატისტიკა: გასულ კვირაში დაიღუპა ერთი კოვიდპაციენტი,  წინა კვირას კი სამი პაციენტი გარდაიცვალა.

უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი

გუშინ jandacva.ge-სთან საუბარში ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში მის პრაქტიკაში კოვიდ-დადასტურებული პაციენტების მიმართვიანობამ მოიმატა. ამიტომ ექიმი ურჩევს მოქალაქეებს, თუკი მათ აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები, არიან ასაკოვნები და განსაკუთრებით თუ არ არიან ვაქცინირებულები, ხალხმრავალი შეკრებების ადგილებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადე ისევ გამოიყენონ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებშია, მათ შორისაა აფთიაქები.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …