საქართველოში, პანდემიის დაწყევიდან დღემდე, კოვიდ 19-ით გარდაცვალების ოფიციალურად რეგისტრირებული მაჩვენებელი 10 ათასს გადასცდა და 10003 ადამიანი შეადგინა. აქედან ბოლო 24 საათში 42 პაციენტი დაიღუპა.
გაიზარდა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, რომელმაც 4 610 შეადგინა. დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 8,26%, ბოლო 14 დღის – 8,96%, ბოლო 7 დღის – 8,82%.
ისევ დაბალია აცრების მაჩვენებელი – ერთ დღეში მხოლოდ 4 151 ადამიანი აიცრა.
იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ ქვეყანაში აცრების მაჩვენებელი არ გაიზრდება, 10-11 თვეში ქვეყანაში 1,5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდება, მათგან კი დაახლოებით 15 ათასამდე გარდაიცვლება. ვაქცინაციას კი ამ მსხვერპლის შემცირება შეუძლია. ეპიდემიოლოგების გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყანაში იმუნიზაციის ტემპები ისევ უკიდურესად დაბალია.