ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 1 778 ადამიანს დაუდასტურდა. მართალია, ინფიცირების შემთხვევათა შემცირება შაბათ-კვირას დაბალ მიმართვიანობას უკავშირდება, თუმცა, ამასთან, დაკლებულია დადებითობის მაჩვენებელი. აღნიშნული მონაცემი, რომელიც ჩატარებული ტესტებიდან კოვიდ 19-ზე დადებითი პასუხის პროცენტულ მაჩვენებელს აღნიშნავს, დღიურ ჭრილში 6,88%-ია, ბოლო 14 დღის – 8,56%, ბოლო 7 დღის – 8,13%.
გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 63 პაციენტი.
გუშინ აიცრა 2 674 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 455 ადამიანი რჩება.
ამასთან, გაზრდილია ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი, რომელმაც 1-ს გადააჭარბა.