მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კორონავირუსით ყველაზე ხშირად ის ადამიანები ინფიცირდებიან, ვისაც ვირუსი გადატანილი არ აქვს

კორონავირუსით ყველაზე ხშირად ის ადამიანები ინფიცირდებიან, ვისაც ვირუსი გადატანილი არ აქვს

კლინიკური დაკვირვება აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსით ძირითადად ის ადამიანები ინფიცირდებიან, ვისაც კოვიც 19 აქამდე საერთოდ არ გადაუტანია ან მისი სხვა შტამები გადაიტანეს. შედარებით იშვიათია, თუმცა მაინც ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც დაინფიცირდნენ ადამიანები, ვისაც ომიკრონის სხვა ქვეშტამი გადატანილი აქვს. ამასთან, ასეთ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა შედარებით მსუქუბია  იმ პაციენტებთან შედარებით, ვისაც ომიკრონის სხვა ქვეშტამი ან კორონავირუსის სხვა შტამი საერთოდ არ გადაუტანიათ. ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ jandacva.ge-ს განუცხადა.

მისი განმარტებით, მიმდინარე წლის დასაწყისში კორონავირუსის გადატანის შედეგად ადამიანებს იმუნიტეტის გარკვეული დონე შენარჩუნებული აქვთ, თუმცა რეინფიცირების შემთხვევები მაინც ფიქსირდება.

გოგინავას თქმითვე, ამ ეტაპზე დომინანტია ომიკრონის ბი ეი 5-ის ქვეშტამი, რომელიც დაახლოებით იგივე მიმდიანრეობით გამოირჩევა, როგორც პიკურ პერიოდში (თებერვალი-მარტი) გავრცელებული ბი ეი 2. ინფექციონისტის განმარტებით, მართალია შემთხვევები ბევრია, თუმცა რადგან ამ ქვეშტამის მიმრინარეობა მსუბუქია, პაციენტების მხოლოდ 5%-ის ჰოსპიტალიზაციაა საჭირო.

ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ, ამ ქვეშტამის მსუბუქი მიმდინარეობიდან გამომდინარე, თუკი მოსახლეობა რეკომენდაციებს დაიცავს, პაციენტების უმეტესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება რისკჯგუფებს, მისი თქმით, აუცილებელია, პაციენტების ამ კატეგორიამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სიმპტომებს, დროულად გაიტესტონ და მიმართონ ექიმს, ასევე დაიცვან რეკომენდაციები და გაიკეთონ ვაქცინაცია.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …