საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 616 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი. გარდაიცვალა 5. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გუშინ გაიზარდა და 700-ს მიუახლოვდა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31947 ტესტიდან დადებითმა პასუხმა 1,93% შეადგინა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1674 ადამიანი იმყოფება. გუშინ სტაციონარებში 1624 კოვიდინფიცირებული იმყოფებოდა.
მკვეთრად, 1051-მდე გაიზარდა დღიურად აცრილთა რაოდენობა. ჯამში აცრილია 5757 ადამიანი.