მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება 18 წლის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება

კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება 18 წლის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე „ბუსტერ“ დოზით აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ. ინფორმასიას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

აღნიშნულის შესახებ რეკომენდაცია იმუნიზაციის საბჭომ გასცა და ძალაში რამდენიმე დღეში შევა, როდესაც შესაბამისი ბრძანება გამოქვეყნდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განუცხადა, მეორე „ბუსტერ დოზის“ გაკეთება შეუძლია 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს სამედიცინო მდგომარეობის მიუხედავად.

შეგახსენებთ, რომ მეორე „ბუსტერ“ დოზა აქამდე მხოლოდ 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …