გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 29,64%, ბოლო 14 დღის – 32,04%, ბოლო 7 დღის – 30,78%
ბოლო 24 საათში საქართველოში 42 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.
დღიურად აცრილია 3 078 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 818 ადამიანი იმყოფება.
ბოლო დღეების განმავლობაში კოვიდინფექციის რეპროდუქციის ინდექსი მცირდება და ამ მომენტისთვვის 0,7-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ინფიცირებული ადამიანი 7 ადამიანს აავადებს. გასული კვირების განმავლობაში ინდექსი 2-ს აჭარბებდა, ანუ 10 ადამიანი 20 ადამიანზე მეტს აინფიცირებდა.