ბოლო დღეების დადებითი ტენდენცია შეიცვალა და კორონავირუსით ინფიცირების დღიური დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 24 საათში გაიზარდა – გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 1023 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩატარებული ტესტების 3,47%-ია (გუშინ ეს მაჩვენებელი 2,76 % იყო). ბოლო 14 დღის “დადებითობის” მონაცემი 2,81%, ბოლო 7 დღის კი 2,92%-ია.
24 საათში კოვიდ 19-ით17 ადამიანი გარდაიცვალა.
აცრილთა დღიურმა რაოდენობამ 5455 შეადგინა, სულ აცრილია 178738 პირი, რაც მოსახლეობის 5%-მდეა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3333 პირი იმყოფება.