საქართველოში კოვიდ 19-ის დადასტურების ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა ისევ 2 ათასზე მაღალია. ბოლო 24 საათში ინექცია 2410 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 24 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი თითქმის 7%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის – 5,53%-ს, ხოლო ბოლო 7 დღის – 5,31%0ს.
ისევ მცირეა აცრების მაჩვენებელი – ერთ დღეში კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 9 075-მა ადამიანმა ჩაიტარა.