კოვიდ 19-ის შემთხვევები დღეში საშუალოდ 100-120-ია, დადებითობის მაჩვენებელი კი 1-2%, რაც ნიშნავს, რომ მისი გავრცელება ამ ეტაპზე მინიმალურია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„შემთხვევების მიმდინარეობა უმრავლეს შემთხვევაში მსუბუქია, თუმცა ქრონიკული დაავაადებების მქონე პირებში საყურადღებოა და კვლავაც მოვუწოდებთ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და ხანდაზმულებს, აიცრან ბუსტერ დოზით. ბუსტერ დოზის ეფექტიანობა კვლავ მაღალია და ვაქცინაციის პროგრამა ქვეყანაში გრძელდება. ახალი შტამის ცირკულაცია ამ ეტაპზე არ შეინიშნება, თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ადევნებს თვალს შესაძლო რისკებს. ამ ეტაპზე სიტუაცია წყნარია. ყველაზე ნაკლებ ცირკულაციაში სხვა ვირუსებთან შედარებით ახლა არის კორონავირუსები,“ – განაცხადა გაბუნიამ.