მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » კლინიკური სექტორი „გახანგრძლივებული“ სტაციონარული პაციენტების მკურნალობის დაფინანსების ზრდას ითხოვს

კლინიკური სექტორი „გახანგრძლივებული“ სტაციონარული პაციენტების მკურნალობის დაფინანსების ზრდას ითხოვს

დიარჯის” ამოქმედებამ მრავალი ნოზოლოგიის მიმართულებით ტარიფები ადეკვატური გახადა და პაციენტების მაღალი თანაგადახდების საკითხიც ეფექტიანად მოაგვარა, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც ცვლილებებს საჭიროებს.

ამის შესახებ jandacva.ge-ს მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განუცხადა.

კითხვაზე, დაფინანსების ახალი, „დიარჯი“ სისტემით განსაზღვრული ტარიფები რამდენად იძლევა საჭირო ინვესტიციების განხორციელების საშუალებას, ლიკა მუმლაძე ამბობს, რომ ამ კუთხით გარკვეული რისკები არსებობს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ საკითხებზე კომონიკაცია მუდმივად მიმდინარეობს. ის გამოწვევად ასახელებს ნეიროქირურგიული ჩარევებსა და თანდაყოლილი პათოლოგიების მკურნალობაზე დაწესებულ ტარიფებს. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ფასები არ იყო დამაკმაყოფილებელი, თუმცა ჯანდაცვის უწყება კლინიკების წარმომადგენლებთან გახსნილია, ამ საკითხებზე მუშაობა ეტაპობრივად მიმდინარეობს და პროგრესი არ უნდა შეჩერდეს.

„რამდენად გვაძლევს „დიარჯი“ ტექნოლოგიური განვითარების საშუალებას – ჯერ კიდევ დაკვირვების რეჟიმში ვართ. მაგალითისთვის მოვიყვანდი  კრიტიკულ პაციენტებს, რომლებსაც რეანიმაციაში ხანგრძლივი დაყოვნება ესაჭიროებათ, ტარიფი კი ფიქსირებულია.  დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ გასაზრდელია გახანგრძლივებული პაციენტების დაფინანსება. იმედია, რომ ყველა ეს საკითხი დაიხვეწება,“ – აღნიშნა ლიკა მუმლაძემ. „დიარჯის“ დადებით შედეგებს შორის მან დაასახელა თანაგადახდაზე მაქსიმალური ლიმიტის დაწესება, რამაც მოქალაქეების მხრიდან მაღალი გადახდები ძალიან ეფექტიანად დაარეგულირა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …