მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » კლინიკებს დაეკისრათ ვალდებულება, 3 თვეში ერთხელ ჩატარებული ოპერაციების შესახებ ანალიზი მოამზადონ

კლინიკებს დაეკისრათ ვალდებულება, 3 თვეში ერთხელ ჩატარებული ოპერაციების შესახებ ანალიზი მოამზადონ

ინფრასტრუქტურის, სამედიცინო არჭურვილობის და მედპერსონალის რაოდენობასთან ერთად, კლინიკებისთვის სამედიცინო ხარისხის შეფასების, ანალიზისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტებიც დამტკიცდა. აღნიშნულს ითვალისწინებს სტაციონარული დაწესებულებების ახალი სანებართვო პირობები, რომელიც მთავრობამ გუშინ დაამტკიცა, საკანონმდებლო მაცნეზე კი დღეს გამოქვეყნდა.

კერძოდ, რეგულაციები ავალდებულებს დაწესებულებას ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამის ქონას, რომელიც მოიცავს შესაბამისი გამოსავლების იდენტიფიცირებასა და გაზომვას, მონაცემთა შეგროვებასა და გამოსავლების მონიტორინგს, სიკვდილიანობისა და ავადობის მონიტორინგსა და გარჩევებს, წარუმატებელი შემთხვევების გარჩევას. უნდა არსებობდეს წინასწარ გაწერილი გეგმა, რომლის თანახმადაც,  სულ მცირე, 3 თვეში ერთხელ განხორციელდება ჩატარებული ოპერაციების შესახებ ერთიანი ანალიზის მომზადება და განხილვა ექიმებისა და ექთნების ჩართულობით;  დაწესებულება ექიმებისა და ექთნების ჩართულობით, სულ მცირე, 6  თვეში ერთხელ უნდა უზრუნველყოფდეს ჩატარებული ოპერაციების (კლინიკის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ჯგუფის მიერ) რანდომულად შერჩეული შემთხვევების განხილვას.

დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგი მონაცემების დოკუმენტურ აღრიცხვას:

საწოლზე დაყოვნების მაჩვენებელი;

ყველა მიზეზით გამოწვეული რეჰოსპიტალიზაცია;

ქირურგიული ჩარევის მიდამოს ინფექციები;

რეფერალის შემთხვევების საერთო რაოდენობა და მათი ანალიზი.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …