მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » კლინიკების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს წინა მენეჯმენტის პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდა

კლინიკების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს წინა მენეჯმენტის პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდა

კლინიკების წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრის გუშინდელ განცხადებებს პასუხობენ. ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაია მახარაშვილის თქმით, კლინიკები იყვნენ იმ მოთხოვნების შემსრულებლები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა, ხოლო ხარვეზების აღმოჩენა დანაშაულს არ ნიშნავს.

„კლინიკების მიმართ ეს დამოკიდებულება, რომ რაღაც გაფლანგეს – თუ კოვიდსაწოლებზეა საუბარი, ეს არც კლინიკების გადასაწყვეტი იყო, და არც მათი დამსახურებაა, რომ ეს თანხა მიიღეს ან არ მიიღეს. ეს იყო პარტნიორობა კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის იმისთვის, რომ ეს ფორსმაჟორული სიტუაციები ნამართი ყოფილიყო. რაც შეეხება შემოწმებებს, როდესაც კლინიკაში შემოდის  შემოწმება – არა მხოლოდ კოვიდ-სიტუაციაში – რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და შეცდომები. იდეალურად ოპერირება რთულია, რადგან ყველგან ადამიანური ფაქტირები მუშაობს. არ გამოვრიცხავ, სომ იყოს ხარვეზი, შეცდომა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ეს დანაშაულს ნიშნავს. ეს არ უნდა ვრცელდებოდეს მთლიანად სექტორზე, ილახება ჩვენი ავტორიტეტი და არ მივესალმებით ამას,“ – განაცხადა მაია მახარაშვილმა.

ჯეოჰოსპიტალსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნინო კობახიძის თქმით

კი მინისტრის განცხადებების შემდეგ სამედიცინო სექტორი ელოდება დეტალურ განმარტებებს იმ კანონდამრღვევი კლინიკების შესახებ, სადაც მინისტრის მიერ დასახელებული დარღვევები ხდებოდა.

„როცა განცხადებები კეთდება, აუცილებლად უნდა მოყვეს საქმე. ვგულისხმობ კონკრეტულ კლინიკებს, კონკრეტულ ჯარიმებს, კონკრეტულ პასუხისმგებლობებს – ეს იქნება ალბათ ის, რასაც ყველაზე მეტად დაველოდებით სამედიცინო სექტორი. ასევე მისი წილი პასუხისმგებლობებისა უნდა მოეთხოვოთ იმ წინა მენეჯმენტს თუ სამინისტროში არსებულ იმ ადამიანებს, რომლებსაც უფრო მეტი მონიტორინგი და კვალიფიციური ანგარიშგება ევალებოდათ კოვიდკლინიკებთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა წარმართულიყო პროცესები. არავისთვის არ არის დასამალი, რომ როდესაც შედგა კოვიდკლინიკების ანაზღაურების განკარგულება, განისაზღვრა, პაციენტი იქნებოდა თუ არ იქნებოდა, თითო საწოლზე თითოეული კლინიკა, რომელიც ამაში ჩაერთვებოდა, მიიღებდა კონკრეტულ ანაზღაურებას. ხოლო მენეჯმენტმა როგორ განკარგა, თუ განკარგულება დეტალურად გაწერილი არ არის, ბიზნეს-პროცესისთვის ეს სადავო საკითხია. სექტორს, რომელიც იყო ფარი და ძალიან ბევრი ადამიანის გადამრჩენი, მეტი კონკრეტიკა სჭირდება,“ – აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მორიგი მწვავე განცხადებებით გამოვიდა წარსულში კოვიდის მართვაში ჩართული კლინიკების მიმართ და განაცხადა, რომ მონიტორინგის შედეგად ამ კლინიკებში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. მინისტრმა არც დანაშაულის ფაქტების გამოვლენის და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა გამორიცხა. კერძოდ, მისი თქმით, კლინკებში ირღვეოდა პაციენტების მიღების და გაწერის კრიტერიუმები და ხელოვნურად ხდებოდა პაციენტების რაოდენობის ზრდა.

მისივე თქმით, პიკურ პერიოდში კლინიკებში საშუალოდ 6 ათასი პაციენტი იყო იმ დროს, როცა მობილიზებული იყო 9 200 საწოლი. აზარაშვილის თქმით, იანვარში, როცა მან უწყება ჩაიბარა და სიტუაცია გააანალიზა, ჩათვალა, რომ ამდენი საწოლის აუცილებლობა არ იყო და პირველი 1700 საწოლი პირველივე კვირაში გააუქმა.

„2 წლის განმავლობაში მინიმუმ 40%-ს ცარიელ საწოლებში სახელმწიფო იხდიდა ფულს,“ – აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, კოვიდპანდემიის ორი წლის განმავლობაში სახელმწიფომ მინიმუმ 1 მილიარდი ლარი გადაუხადა კლინიკებს.

მინისტრმა ამ კონტექტსში კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა: „დანაშაულია, ჩემი აზრით, როდესაც ექთნებს და ექიმებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ დანამატებს არ აძლევდნენ და სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა დირექტორები და მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს მათ ხარჯზე.“

აზარაშვილის თქმით, „შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, რომ სახელმწიფო თავისი მოქალაქეების და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს და კლინიკები არასწორი გზით „შოულობდნენ“ ფულს.“

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …