კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში დადასტურებული კოვდინფექციით 22 ბავშვი მკურნალობს. პაციენტების ასაკი ორი კვირიდან 12 წლამდე მერყეობს.
განყოფილების ხელმძღვანელის ედიშერ ასათიანის განცხადებით, პაციენტებს ტემპერატურული რეაქციები, საკვებისა და სითხეების მიღებაზე უარის თქმა, ჭირვეულობა, ხველა და ყელის ტკივილი აღენიშნებათ. მედიკოსი იმასაც ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტების ოჯახები ვაქცინირებულები არ არიან, რაც პატარების დაინფიცირების მიზეზი გახდა.
„კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში პედიატრიული განყოფილების მუშაობა პირველი აგვისტოდან აღდგა. პირველი აგვისტოდან დღემდე განყოფილებამ 62 კოვიდდადებითი ბავშვი მიიღო. პაციენტები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იმყოფებიან.