საყოველთაო ჯანდაცვაში დაგეგმილ ცვლილებებს საპარლამენტო უმცირესობა აკრიტიკებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების არასისტემური მიდგომა ჯანდაცვაში ქაოსს გამოიწვევს
„აუცილებლად ამ ნაბიჯს მოჰყვება კერძო სადაზღვეო პაკეტების გაძვირება და უფრო ნაკლები ადამიანი შეძლებს ისარგებლოს კერძო დაზღვევით, მაგრამ მოქმედებს პრინციპი, რომ ისინი ვერ მოხვდებიან საყოველთაო დაზღვევაში და ამ ათეულ ათასობით ადამიანის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. საბოლოო ჯამში ასეთ ცალკეულ ნაბიჯებს და არა სისტემურ მიდგომას მიყავს ჩვენი ჯანდაცვა ქაოტურ მდგომარეობამდე,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.