ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყვნენ აცრილები, ვიდრე ახალი სასწავლო წელი დაიწყება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პედაგოგებმა საკუთარი საქციელით სხვებს მაგალითი უნდა მისცენ და უნდა აიცრან, ისევე როგორც სკოლების ყველა ის პერსონალი, რომელიც სკოლებშია დასაქმებული და შეხება აქვთ ბავშვებთან.
„გაურკვეველია რა ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეებს პედაგოგმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ვაქცინა არ არის კაცობრიობის საკეთილდღეოდ შექმნილი მაშინ, როცა თითზე ჩამოსათვლელია ის შედეგები, რომლებიც ვაქცინაციაზე მეტად მოუტანა რაიმემ კაცობრიობას,“ – განაცხადა ზახაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პრობლემა გადალახვადია და სექტემბრამდე მოხდება მობილიზება და პედაგოგები სასწავლო წლის დაწყებამდე ჩაიტარებენ ვაქცინაციას. მისივე თქმით, იმაზე მეტი სტიმული და ბიძგი, რომ მოსწავლეები ვირუსისგან დაიცვას, პედაგოგს ვერ ექნება.
ხათუნა ზახაშვილი ასევე ამბობს, რომ სკოლების უსაფრთხოების კუთხით ასევე მნიშვნელოვანია, მოხდეს 16 წლის ასაკის ბავშვების აცრა, რომელთა იმუნიზაცია დაშვებულია „ფაიზერის“ ვაქცინით.
25 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სკოლების მხოლოდ 904 წარმომადგენელია აცრილი, მათ შორის ორჯერადად იმუნიზებულია 202 ადამიანი.